მთავარი » ფაილები » ჩვენ გირჩევთ, თქვენ ირჩევთ » რა არის პროფესია?

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთო სამსახურში
11.04.2014, 23:09

5 რამ, რაც არ უნდა გააკეთო სამსახურში

 დაფიქრდი სანამ რამეს იტყოდე!

მნიშვნელობა არ აქვს, რას და სად საქმიანობ. დიდ კომპანიაში, ავტოგასამართ სადგურზე, ბაზარში ან სადმე სხვაგან, არავის უყვარს ნასვამი თანამშრომელი. განსაკუთრებით კი კლიენტებს. 

მნიშვნელობა არ აქვს თქვენს სიმთვრალეს შეიტყობს თქვენი შეფი (რაც მაღალი ალბათობით სამსახურის დაკარგვის ტოლფასია), თუ არა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს თქვენს რეპუტაციაზე ერთნაირად უარყოფითად აისახება როგორც თანამშრომლების, აგრეთვე კლიენტების თვალში
 

სამსახურში ნასვამი მისვლა

 

"ეს არ არის ჩემი საქმე!"

 

მართალია თითოეულ ჩვენგანს განსაზღვრული როლი აქვს სამსახურში, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც თქვენი უშუალო ხელმძღვანელისგან ან თანამშრომლისგან მოდის თხოვნა, რომ დაეხმაროთ. შესაძლოა ამ დროს თქვენი საქმეც თავზესაყრელად გაქვთ, მაგრამ ნუ მოიშორებთ მათ ფრაზით "ეს არ არის ჩემი საქმე". სასურველია დაეხმაროთ, ამით თქვენი ავტორიტეტი თქვენი კოლეგების თვალში მეტად ამაღლდება, მაგრამ თუ თავადაც ბევრი საქმე გაქვთ და ვერ ახერხებთ დახმარებას, ჯობია 1 წუთით იმისთვის მაინც მოიცალოთ, რომ აუხსნათ, თუ რატომ ვერ ეხმარებით. 

არავის უთხრა, მაგრამ... 
 

გასაგებია, რომ ყოველდღიური სამსახურებრივი რუტინა ადამიანებს განტვირთვის ისეთი მავნე საქციელისკენ უბიძგებს, როგორიც არის ჭორაობა, მაგრამ გახსოვდეთ, არავის უყვარს ჭორიკანები, მით უფრო სამსახურში, სადაც ადამიანები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი პირადი ცხოვრება სამსახურს მიღმა იყოს და მასში არავინ იქექოს... ჭორიკანას სტატუსი თქვენს პერსონას მეტად დააზარალებს

ხომ გითხარი, რომ!!!
 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი თანამდებობა სხვებზე მაღლა დგას და გყავთ დაქვემდებარებულები, მათი მართვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. გასაგებია, რომ შეიძლება ერთხელ მიცემული დავალების მეორეჯერ, მესამეჯერ და მეათეჯერ გამეორება არავის სიამოვნებს, თუმცა ამან მდგომარეობიდან არ უნდა გამოგიყვნოთ. ასეთ დროს უმჯობესია თავად გამონახოთ რამდენიმე წუთი და გულმავიწყ თანამშრომელთან ერთად დაიწყოთ მისთვის მიცემული დავალების შესრულება და მშვიდი საუბრით აუხსნათ, რომ მას იმიტომ ავალებთ ამას, რომ მისი პროფესიონალიზმის იმედი გაქვთ, თქვენ კი თავადაც ბევრი გაქვთ გასაკეთებელი... ეს მისთვის ბევრად კარგი "გაკვეთილი" იქნება, ვიდრე მდგომარეობიდან გამოსვლა, ყვირილი და მისი დამცირება. გახსოვდეთ, რომ თავმოყვარეობა შელახული თანამშრომელი თქვენ წარმატებას ვერ მოგიტანთ. ასე რომ, ეცადეთ ორიენტირებული იყოთ პოზიტიურ მენეჯმენტზე.

"ამის გაკეთებას ვერ შევძლებ"

 

ყოველთვის იყავით მზად ახალი დავალებებისთვის. ვიდრე იტყვით, რომ "ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ", კარგად დაფიქრდით, რაში გიხდით დამსაქმებელი ფულს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ფრაზა პირდაპირ ეჭვქვეშ აყენებს თქვენს პროფესიონალიზმს. იმ შემთხვევაში, თუ დავალებული საქმე თქვენთვის ახალია და ფიქრობთ, რომ მისი შესრულება გაგიჭირდებათ, მოითხოვეთ დრო აღნიშნული საქმის გასაცნობად, არ დაკარგოთ თავდაჯერებულობა და შემართება და ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ. და გახსოვდეთ, რომ არც ერთი მენეჯერის ინტერესში არ შედის დაგავალოთ ის, რის გაკეთებასაც თქვენ ვერ მოახერხებთ, რადგან ეს თავად მასაც დააზარალებს.

სტატიაში მოყვანილი რჩევები ეფუძნება სხვადასხვა გავლენიანი კომპანიების დაკვირვებებსა და კვლევებს. ვიმედოვნებთ, რომ მათი გათვალისწინება თქვენს პროფესიულ საქმიანობას სასიკეთოდ წაადგება. წარმატებებს გისურვებთ!

http://www.adami.ge

კატეგორია: რა არის პროფესია? | დაამატა: GRATO
ნანახია: 1033 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0