მთავარი » 2015 » მარტი » 19 » მოსაძიებელი მასალა სტატიებისათვის
12:26
მოსაძიებელი მასალა სტატიებისათვის

მოსაძიებელი სტატიები:

1.ორი ერთიდაიგივე დანიშნულების, სხვადასახვა ფირმის მძიმე სამშენებლო ტექნიკის შედარება. დადებითი და უარყოფითი მხარეები.

2.უახლესი მძიმე სამშენებლო ტექნიკა (მაგ.JCB, ტექნიკური მახასიათებლები).

3.მძიმე სამშენებლო ტექნიკის (მაგ. Caterpillar) განვითარების ეტაპები (როდის დაარსდა, პირველი გამოშვებული სამშენებლო ტექნიკა, მისი დანიშნულება და გამოყენების არეალი, ამჟამინდელ მდგომარეობამდე გავლილი სახეცვლილებები).

4.მძიმე სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ფირმების (მაგ. JCB, Caterpilar, Volvo, Komatsu და სხვა) მოღვაწეობა სხვა სფეროში (მაგ. საავტომობილო ტექნიკა, ხელსაწყოთ მშენებლობა, საზღვაო-სანაოსნო ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამხედრო ტექნიკა და).

5.როგორი უნდა იყოს თანამედროვე მასწავლებელი.

6.მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორის განვითარებისათვის საჭირო ასპექტები (რა საშუალებები, აღჭურვილობა, ცოდნა, უნარ-ჩვევები უნდა გააჩნდეს).

7.ჩემი სასწავლებლის (მაგ. გლდანის პროფესიული კოლეჯის) დაარსების ისტორია (როდის აშენდა, რომელ წელს, ვის მიერ, რა მიზნით, რა პროფესიებს ამზადებს, რა რეიტინგი აქვს ქვეყანაში, რა მიღწევები აქვთ მის გამოშვებულ სპეციალისტებს და სხვა).

8. მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთა შემოქმედება (მაგ. ჰობი, ხატვა, სპორტი, პოეზია და სხვა განსაკუთრებული, ნაკლებად დამახასიათებელი უნარები მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორთათვის)

9. მძიმე სამშენებლო ტექნიკის გამოყენების ტრადიცია საქართველოში (როდის და როდიდან გამოიყენებოდა და გამოიყენება საქართველოში მძიმე სამშენებლო ტექნიკა, სხვა სახის სამშენებლო ტექნიკა და/ან აღჭურვილობა).

10. სამხედრო საინჟინრო შეიარაღებაში გამოყენებული მძიმე სამშენებლო ტექნიკა (მაგ. სატვირთველი, სად, რა დანიშნულებით, როდის, რა ვითარებაში და სხვა).

11.რა ვიცით მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორებმა რწმენისა და რელიგიის შესახებ (საეკლესიო დღესასწაულები, ტრადიციები, კულტურა, მიზანი, აუცილებლობა, საჭიროება და სხვ).

12. მძიმე სამშენებლო ტექნიკის მწარმოებელი ქვეყნები და მათ მიერ ნაწარმოები ტექნიკის სახეები, ტიპები დანიშნულების მიხედვით (ჩამონათვალი).

13. როგორ უნდა მიმდინარეობდეს თანამედროვე სწავლება (პროფესიულ) საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

კატეგორია: ყველაფერი პროფესიის შესახებ | ნანახია: 1116 | დაამატა: GRATO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 GRATO  
0
გისურვებთ წარმატებებს და გახსოვდეთ თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა. good
book

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  მარტი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0