მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 7 » პროფესია და მასთან დაკავშირებული საკითხები
02:15
პროფესია და მასთან დაკავშირებული საკითხები
პროფესია  - ლათინურიდან ნაწარმოები სიტყვაა და ნიშნავს ხელობას, საქმიანობას, სპეციალობას, რომელსაც გარკვეული მომზადება სჭირდება და რომლითაც ადამიანი თავს ირჩენს.



პროფესიონალი  - პირი, რომელმაც რაიმე საქმიანობა გაიხადა თავის პროფესიად, ვინც მუდმივად ეწევა რაიმე ერთიდაიგივე საქმიანობას, მოღვაწეობას.



პროფესიონალიზაცია - პოფესიის დაუფლება, პროფესიონალად გახდომა.



პროფესიონალიზმი - პროფესიული დახელოვნება,


პროფესიული - პროფესიასთან დაკავშირებული. პროფესიული კავშირი - მასობრივი ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს მუშებსა და მოსამსახურეებს შრომითი პრონციპის მიხედვით - მათი ინტერესების დასაცავად.

ყველა პროფესიის წარმომადგენელს მოეთხოვება ურთიერთპატივისცემა და მორალურ-ზნეობრივი ურთიერთობების დამყარება ერთმანეთთან, იმისათვის რომ შესაძელებლი და ამავე დროს სასიამოვნო გახადონ ურთიერთთანამშრომლობა და მოახდინონ კონსოლიდაცია საერთო საქმის ირგვლივ.

ყოველი პროფესიის წარმომადგენელს, პროფესიონალს საკუთარ საქმეში წარმატების მისაღწევად ესაჭიროება გარკვეული თვისებები: ინიციატივა, ცოდნის გაღრმავების სურვილი, სინდისიერება, პასუხისმგებლობის გრძნობა, ადამიანებთან მეგობრული დამოკიდებულება, ორგანიზატორული ნიჭი, გამბედაობა, შეუპოვრობა მიზნის მიღწევაში, ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა და შრომისუნარიანობა, გარკვეულ შემთხვევაში რისკზე წასვლის მზაობა და რაც მთავარია სიყვარული, სხვაგვარად დღევანდელ რეალობაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.


ზემოთქმული პიროვნული თვისებების მქონე პროფესიის წარმომადგენელთ მოეთხოვებათ საზოგადოებასთან და დღევანდელ ცივილიზებულ სამყაროსთან ცივილური, ეთიკური, მორალურ-ზნეობრივი ფორმითა და მეთოდებით ურთიერთობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბიზნეს გარემოში ბიზნეს პარტნიორობა, რომელიც დღეისათვის საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებულ, დიპლომატიურ და საქმიანი ეტიკეტის ცოდნას მოითხოვს.

მოდით, უწინარეს ყოვლისა განვსაზღვროთ რამოდენიმე ტერმინი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხშირად ყურში მოსახვედრი ტერმინია: „ბიზნესი" და „ბიზნესმენი".


ბიზნესი - ინგლისური სიტყვაა და ეკონომიკურ საქმიანობას ნიშნავს, რომელსაც მოგება უნდა მოჰქონდეს.

ამ ბოლო პერიოდში სიტყვა „ბიზნესი" სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება, ის შეიძლება ნიშნავდეს, რაიმე სახის საქმიანობას, სავაჭრო მოქმედებას, კომერციულ ან სამრეწველო საწარმოს (ორგანიზაციას), მეწარმის ან ფირმის საქმიანობას.

ბიზნეს პარტნიორი - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ადამიანი, რომელთან ერთადაც გიწევს საერთო საქმის კეთება. მას შეიძლება ვუწოდოთ კოლეგა ან სულაც იყოს მეგობარი და ასევე უცხო ქვეყნისა და ტრადიციის მატარებელი პიროვნება (მოქალაქე), რომელთან ურთიერთობაც დელიკატურ და განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მისი ნდობისა და კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, საჭიროა და აუცილებელიც კი მისი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, მიღწევების, ზნე-ჩვეულებებისა და ტრადიციების ცოდნა და მასთან ურთიერთობისას მათი გათვალისწინება.


როგორც ზემოთ ავღნიშნეთ - ცივილიზებულ სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც პირად, ასევე ერთა შორის ურთიერთობებს. საქმიან, დიპლომატიურ, სავაჭრო და სხვა, რომელსაც შესაბამისი ეტიკეტი არეგულირებს და რომლის დაცვასაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ეტიკეტი - სხვადასხვა საზოგადოებაში ადამიანთა ქცევისა და ურთიერთობის მიღებული წესების კრებულია, რომელიც წლების მანძილზე თითოეული ერის ცხოვრების პირობათა კვალობაზე და სოციალური მდგომარეობის მიხედვით იცვლებოდა სა ფორმირდებოდა.

ეტიკეტის სახეებია: დიპლომატიური, მაღალი საზოგადოების (სამეფო კარის), საქმიანი ურთიერთობის, სამსახურებრივი, სამხედრო, სპორტული, სუფრის, სამეცნიერო, სამედიცინო, სამოქალაქო და სხვა.

ყოველ ზემოთ ჩამოთვლილ ეტიკეტის სახეებს ერთი საერთო ნიშანი ახასიათებს, ზნეობრიობის და თავაზიანობის გამომხატველი ფორმები, რომელიც მიმდინარე საქმიაობისას იჩენს თავს.


ყოველი ჩვენთაგანისთვის აუცილებელია ცოდნა იმისა, რომ ყოველი ზემოხსენებული ეტიკეტის სახეებიდან და ზოგადად ეტიკეტი გულისხმობს ქცევის კულტურის დაცვას, რომლის შეფასებაც ზნეობრივი კუთხით ხორციელდება.

ისმის კითხვა, მაშ რა არის ის ზნეობრიობა და მისით გამოწვეული შეფასების კრიტერიუმი, რომელიც ყველა ქვეყნისა და ერის, მათი მრწამსისა და ასაკის მიუხედავად არის მისაღები? მსგავსი წესი, ზნე და ჩვეულება, როგორც წესი, ერთიანი ყველასათვის მისაღები ფორმით არ არსებობს, რაც ჩვენი როგორც პიროვნების ინდივიდუალიზმის განმაპირობებელია. თუმცა არსებობს ერთი, ყველასათვის მისაღები ზნეობრივი ურთიერთობის წარმომშობი, შეიძლება ითქვას უნივერსალური წესი, რომელიც შემდეგ ფრაზაში ვლინდება: „ყველაფერში, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ ადამიანები, შენც ისევე მოექეცი მათ". არა მგონია ვინმეს ამ სიტყვების შინაარსში უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდეს. ამ ყველაფერთან ერთად ქრისტიანებს ღვთის რჩევითაც გაგვაჩნია ზნეობრივ ურთიერთობათა განმსაზღვრელი მოწოდება: „ყოველი, რომელი გინდეს თქვენ, რაითა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქვენ ჰყავით მათა" – (მათე 7.12). სწორედ ეს ღვთის სწავლებაა იმ ზემოხსენებული ხალხური ზეპირსიტყვიერების საფუძველი, რომელიც დღეს ჩვენს რეალობაში მკვიდრობს.


სამოქალაქო ეტიკეტი - საზოგადოებრივ ადგილებში ყოველი ადამიანისაგან მოითხოვს საზოგადოებაშივე მიღებული ქცევის იმ ნორმების დაცვას, რომელიც გათვალისწინებულია ქუჩაში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, რესტორანში, კინოთეატრში, გამოფენაზე, ბიბლიოთეკაში და ა.შ.

ჩვენთვის როგორც გარკვეული პროფესიის წარმომადგენლისათვის, უფრო მეტად საყურადღებოა საქმიანი და სამსახურებრივი ეტიკეტი.

საქმიანი ეტიკეტი - ბიზნესმენთა ეტიკეტია. იგი საქმიან ურთიერთობათა სფეციფიური კულტურაა, რომელიც გამოიხატება სუბორდინაციებში, სამსახურებრივ ეტიკეტში, ქცევის მანერებში, წერილისა და სატელეფონო საუბრის სტილში, საქმის ქაღალდების გაფორმებაში, მოლაპარაკებათა წარმართვის ხელოვნებასა და მანერებში, პროდუქციის პრეზენტაციისა და რეკლამის კულტურაში, კონკურენციის ეთიკასა და სხვა. ე.ი. იგი კომპლექსურია, ვინაიდან მოიცავს ზემოხსენებულ სფეციფიკურ ეტიკეტთა ერთობლიობას და ქცევის წესების ისეთ ნაკრებს, რომელიც ბიზნესში საქმიანი ურთიერთობის წარმართვის საგარეო საქმეს ასახავს.

საქმიანი ეტიკეტის არ დაცვა და ვერ ათვისება, იწვევს ისეთი ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა - ტყუილი, ცბიერება, თვალთმაქცობა, მლიქვნელობა, ეჭვიანობა და სხვა.

სამსახურებრივი ეტიკეტი - სამუშაოზე ადამიანთა ქცევის წესია. ვინაიდან ყოველ მუშაკს კონკრეტული თანამდებობის შესაბამისი უფლება მოვალეობები გააჩნია. მათი ქცევის სპეციფიკური ნორმებიც ამ უფლება მოვალეობების მიხედვით დგინდება.


სამსახურებრივი ეტიკეტი მოიცავს ხელმძღვანელობასთან, ხელქვეითებთან, კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. სამსახურებრივი ეტიკეტის დაცვისათვის რჩევის სახით შესაძლებელია რამოდენიმე სიტუაციის ინტერპრეტირება:

1. სამსახურეობრივი ურთიერთობა დაფუძნებული თანამშრომელთა მიამრთ ურთიერთ პატივისცემასა და ყურადღებიანობაზე, რასაც კეთილი ზრახვები და მიზნები განაპირობებს.

2.  სერიოზულ საკითხთა გადაჭრისას, წვრილმანებზე დავის უგულებელყოფა (არაკომფლიქტურობა).

3. თანამშრომელთა აზრის, შეხედულებების, კრიტიკისა და წინადადებების მიმართ ყურადღების გამოჩენა, რომელთა ეფექტურობასაც დრო განსაზღვრავს.

4.   პირადი აზრისა და შეხედულების სიმცდარის შემთხვევაში, აღიარება.

5.  მცდარი აზრის ან შეხედულების შემთხვევაში, მისი გაკრიტიკება და არამც და არამც, მისი ავტორის.

6.  კოლეგის მიმართ შენიშვნის არ გამოხატვა მესამე პირის თანდასწრებით.

7.  ექსპერიმენტის მიმართ გამბედაობის გამოჩენა.



მოგეწონათ ჩვენი პოსტი, გაუზიარეთ მეგობრებს!


კატეგორია: ყველაფერი პროფესიის შესახებ | ნანახია: 1928 | დაამატა: zura | ტეგები: პროფ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2 GRATO  
0
book

1 GRATO  
0
უდაოდ გასათვალისწინებელია

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0