მთავარი » სტატიები » ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები

ჩამტვირთავ მოწყობილობათა სახეები და მათი დანიშნულება

ლითონსაჭრელი ჩარხების ჩატვირთვის ოპერაციათა ავტომატიზაცია
1.1 ჩამტვირთავ მოწყობილობათა სახეები და მათი დანიშნულება

ჩატვირთვის ოპერაციათა ავტომატიზაციის სირთულე მნიშვნელოვნად არის განპირობებული მექანიკური დამუშავების მეთოდების სიმრავლითა და დასამუშავებელი დეტალების ფორმებისა და ზომათა მრავალსახეობით.
ნამზადების სახეობათა მიხედვით ლითონსაჭრელ ჩარხებზე მათი ჩატვირთვა და დამუშავების ზონაში მიწოდება შეიძლება განხორციელდეს:
1. უწყვეტი მავთულის ან ლენტის სახით;
2. წნელების სახით
3. ერთეულოვანი ნამზადების სახით.
პირველ შემთხვავაში კოჭაზე დახვეული მასალა პერიოდულად ხელით მიეწოდება და მაგრდება ჩარში, რის შედეგადაც მისი მიწოდება დამუშვების ზონაში სწარმოებს ავტომატურად.
წნელოვანი მასალების შემთხვავაშიც ჩატვირთვა ანალოგიურად სწარმოებს. ასეთი მასალები წნელოვან ავტომატურ ჩარხებზე გამოიყენებიან.
რაც შეეხება ერთეულოვან ნამზადებს, ისინი გამოიყენებიან როგორც ავტომატურ, ასევე საერთო და სპეციალური დანიშნულების ავტომატიზი-რებულ ჩარხებზე დასამუშავებლად.

ერთეულოვანი ნამზადების ჩამტვირთი მოწყობილობები გამოიყენებიან შემდეგი ფუნქციების შესასრულებლად:
1. წარიტაცონ ნამზადები და მისცენ მათ სათანადო ორიენტაცია შემდგომი დამუშავებისათვის;
2. დააგროვონ ნამზადები საჭირო ორიენტირებულ მდგომარეობაში, რათა უზრუნველჰყონ მექანიკური დამუშავების უწყვეტობა რაიმე მიზეზის გამო წარტაცებისა და მაორიენტირებელი ელემენტების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში.
3. მიაწოდოს ნამზადები დამაგროვებლიდან დამუშავების ზონაში მომჭერ ელემენტებთან.
ერთეულოვანი ნამზადების ჩამტვირთი მოწყობილობები იყოფიან ორ ჯგუფად:
1. ნახევრადავტომატური მოწყობილობები ანუ მაღაზიური ჩამტვირთი მოწყობილობები.
2. ავტომატური ანუ ბუნკერული ჩამტვირთი მოწყობილობები.

ნამზადების წატაცებისა და მაორიენტირებელი მექანიზმები

ეს მექანიზმები შეიძლება დაიყონ რამოდენიმე ჯგუფად დანიშნულების მიხედვით.
1. მექანიზმები რომლებიც ახორციელებენ ნამზადების წატაცებას ყოველგვარი ორიენტაციის გარეშე;
2.   მექანიზმები რომლებიც ახდენენ ნამზადების პირველად ორიენტაციას;
3. მექანიზმები რომლებიც წარიტაცებენ ნამზადს, და აძლევენ მას პირველად ორიენტაციას;
4. მექანიზმები რომელთა საშუალებით ნამზადები ღებულობენ ორმაგ ორიენტაციას;
5. მექანიზმები, რომლებიც წარიტაცებენ ნამზადებს და ამავე დროს ახორციელებენ მათ ორმაგ ორიენტაციას.
ნახ. 4 წარმოდგენილია ამ მექანიზმების პრინციპული სქემები, რომლებიც მხოლოდ წარიტაცებენ ნამზადებს ჯგუფურად ან ცალობით ყოველგვარი ორიენტაციის გარეშე.
ნახაზზე 4ა წარმოდგენილ შემთხვევაში სწარმოებს წატაცება მბრუნავ დისკოში არსებული ჯიბეების საშუალებით. ნახ. 4ბ შემთხვევაში კი მბრუნავ დოლზე დამაგრებული ნიჩბების საშუალებით. ნამზადების შემდგომი ორიენტტაცია ხორციელდება მათი შემდგომი ტრანსპორტირებისას სხვა მექანიზმების მიერ.
ნახ. 4გ და 4დ ვარიანტებში ერთდროულად მიმდინარეობს ნამზადების წატაცება და პირველადი ორიენტაცია სიგრძის მიხედვით.
ორმაგი ორიენტაციის მექანიზმებში (ნახ. 5ა და 5გ) სწარმოებს ნამზადის ფორმის გამოყენებით. პირველადი ორიენტაცია ამ მექანიზმებში სწარმოებს ქორდალურ ჯიბეებში, მბრუნავი დისკოს ქვედა ნაწილში. დისკოს შემობრუნებისას, ზედა ნაწილში ნამზადები ეყრდნობიან რა ჯიბეებში არსებულ შუა საყრდენებს, სიმძიმის ძალის ზეგავლენით ვარდებიან რადიალურ ჯიბეებში.

ნახაზის ადგილი

ნახ. 5გ ნაჩვენებ შემთხვავაში კი მეორად ორიენტაციას ახდენს მბრუნავი ვარსკვლავა, ის ნამზადები, რომლებიც მბრუნავ დისკოში არსებულ ჯიბეებში პირველადი ორიენტაციის დროს ჩავარდებიან დახურული ბოლოთი დისკოს ცენტრისაკენ მიმართულად, ვარსკვლავის თითებზე ვერ წამოეგებიან და ცხადია, რომ ვერ მიიღებენ მეორად ორიენტაციას, რაც ხორციელდება ვარსკვლავის თითებიდან ვერტიკალურ ღარში ჩავარდნისას.
ზოგჯერ კონსტრუქციის გამარტივების მიზნით მიმართავენ ბუნკერს გარეთ ორიენტირებასაც (ნახ. 6) ნამზადი, რომელმაც მიიღო პირველადი ორიენტაცია ბუნკერში, ვერტიკალურ ღარში გადაადგილდება დიდი ან მცირე დიამეტრით წინ, მცირე დიამეტრით წინ ჩამოვარდნისას იგი დაეცემა საყრდენის-2 შიგნით. მბიძგავა-1 ასეთ ნამზადს დაეჯახება რა, გადააბრუნებს, შეუცვლის ორიენტაციას ჩააგდებს მიმღებ ღარში. ის ნამზადი კი, რომელიც პირველადი ორიენტაციის შემდეგ ჩამოვარდება დიდი ტორსული ზედაპირით წინ, დაეყრდნობა საყრდენს-2 და მას მბიძგავა-1 ორიენტაციის შეცვლის გარეშე ჩააგდებს მიმღებ ღარში.

ნახაზის ადგილი

   ავტომატური ხაზები. ავტომატური ხაზი ეწოდება გარკვეული ტექნოლოგიური თანმიმდევრობით განლაგებულ ლითონსაჭრელი ჩარხების ერთობლიობას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან სატრანსპორტო საშუალებებით, და აღჭურვილნი არიან საკონტროლო ხელსაწყოებითა და თვითამწყობებით.
ავტომატური ხაზები მუშაობის პრინციპის მიხედვით იყოფიან ორ კლასად სინქრონული ანუ ხისტი და ასინქრონული ანუ მოქნილ ავტომატურ ხაზებად.
სინქრონულ ავტომატურ ხაზებში ნამზადები ერთი ჩარხიდან მეორეში გადაეცემა მაღაზიურ დამაგროვებლებში ან ბუნკერებში. ასეთი ავტომატები შეიძლება შედგენილი იყვნენ როგორც ერთ, ასევე მრავალპოზიციური ჩარხებისაგან. ამ ჩარხებში შეიძლება გამოყენებულ იქნან როგორც გამჭოლი, ასევე არაგამჭოლი სატრანსპორტო საშუალებები. გამჭოლი სატრანსპორტო ღარები კონსტრუქციულად მარტივია. ამიტომაა, რომ ასეთმა ავტომატურმა ხაზებმა ფართო გამოყენება ჰპოვეს თანამედროვე წარმოებაში.
თავის მხრივ სატრანსპორტო საშუალებები იყოფიან სტაციონალურ, როტორულ და ჯაჭვურ სატრანსპორტო საშუალებებად. სტაციონალური
სატრანსპორტო საშუვალება გამოიყენიბა მაშინ, როდესაც დეტალი ჩარხებზე დამუშავებისას არ იცვლის თავის მდებარეობას.
როტორული და ჯაჭვური ტრანსპორტიორების შემთხვევაში, დეტალების გადაადგილება ხდება უწყვეტად. როტორულ ჩარხებზე დეტალები ბრუნავენ ჩარხების ღერძების გარშემო და ამავე დროს გადაადგილდებიან ჩარხიდან ჩარხზე. ე.ი. დეტალის დამუშავების პროცესი და ტრანსპორტირება ურთიერთშეთავსებულია.

ნახაზის ადგილი

ასინქრონულავტომატურ ხაზებში ჩარხები აღჭურვილნი არიან ბუნკერული ან მაღაზიური ჩამტვირთი მოწყობილობებით, რაც ჩარხების ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.
გამოყენებული ჩამტვირთი მოწყობილობების მიხედვით ავტომატური ხაზები იყოფიან: უბუნკერო, ბუნკერულ და მაღაზიურ დამაგროვებლებით აღჭურვილ ხაზებად.
უბუნკერო ავტომატური ხაზები ხასიათდებიან დასამუშავებელი დეტა-ლების სწორნაკადური გადაადგილებით (ნახ. 32ა).

ნახაზის ადგილი

ამ ტიპის ხაზებზე ნამზადის დაყენება ტრანსპორტიორზე სწარმოებს მუშის მიერ, ხოლო უკვე დამუშავებული დეტალის მოხსნა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ავტომატურად ასევე მუშის მიერ.
ბუნკერული ავტომატური ხაზების შემთხვევაში ყოველ ჩარხთან გათვალისწინებულია ბუნკერული ჩამტვირთი მოწყობილობები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ავტომატურ ტრანსპორტიორებთან (ნახ. 32 ბ).
ბუნკერებში სწარმოებს ნამზადების სათანადო ორიენტაცია ყოველი შემდგომი ოპერაციისათვის.
მაღაზიურ დამაგროვებლებით აღჭურვილ ავტომატურ ხაზებზე ცალკეულ უბნებს შორის განლაგებულია მაღაზიური დამაგროვებლები A და B (ნახ. 32გ). რაიმე მიზეზით ავტომატური ხაზის რომელიმე ჩარხის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში არ ხდება მთლიანი ხაზის გაჩერება. გაჩერდება მხოლოდ ის უბანი რომლის ჩარხიც გამოვიდა მწყობრიდან, დანარჩენი უბნები აგრძელებენ მუშაობას მაღაზიურ დამაგროვებლებში არსებული დეტალების მარაგის ხარჯზე.
უბუნკერო ავტომატური ხაზები ძირითადად დიდგაბარიტების მქონე დეტალების დასამუშავებლად გამოიყენებიან, როდესაც პრაქტიკულად შეუძლებელია ასეთი დეტალებისათვის ბუნკერული ჩამტვირთი ან ბუნკერული დამაგროვებლების გამოყენება.

ავტომატური ხაზების ერთერთ ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს მისი დანიშნულება. ამ ნიშნის მიხედვით ხაზები იყოფიან: ერთი სახის ოპერაციების შესასრულებლად (მაგალითად მექანიკური დამუშავებისათვის, კვანძის აწყობისათვის, თერმული დამუშავებისათვის და სხვა) და სხვა და სხვა სახის ოპერაციების შესასრულებლად (მაგალითად მექანიკური დამუ-შავებისა და საამწყობო ოპერაციებთან ან საკონტროლო შესაფუთ ოპერა-ციებთან ერთობლიობაში). ასეთ ავტომატურ ხაზებს კომბინირებული ავტომატური ხაზები ეწოდებათ.
გამოყენებული მოწყობილობის მიხედვით ავტომატური ხაზები იყოფიან ოთხ ჯგუფად: უნივერსალურ, აგრეგატულ, სპეციალიზირებულ, და სპეციალური ჩარხებით აღჭურვილ ხაზებად.

აგრეგატული და სპეციალიზირებული ჩარხებით (მაგ. მრავალშპინდელიანი, მრავალსაჭრისიანი ავტომატები და ნახევრადავტომატები) აღჭურვილი ავტომატური ხაზები გამოიყენებიან მსხვილსერიულ და მასობრივ წარმოებებში.
სერიული წარმოების პირობებში კი ძირითადად გამოიყენებიან უნივერსალური ჩარხებისაგან შედგენილი ავტომატური ხაზები, რაც განპირობებულია იმით, რომ ხშირადაა საჭირო ჩარხების გადაწყობა ერთი ტიპის, მაგრამ განსხვავებული ზომის დეტალების დასამუშავებლად.
სპეციალური ჩარხებით დაკომპლექტებული ავტომატური ხაზები გამოიყენებიან მასობრივი წარმოების პირობებში.
როტორული ავტომატური ხაზები ასევე მხოლოდ მასობრივი წარმოების პირობებეში გამოიყენებიან, რაც მათ მაღალი წარმადობითაა განპირობებული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ავტომატური ხაზების დაპროექტებისას არის დამუშავებული დეტალის თვითღირებულების განსაზღვრა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ავტომატური ხაზის ეფექტურობასთან. დეტალის სრული დამუშავების თვითღირებულება შეიძლება განისაზღვროს ფორმულით:
C = M + (d + β ) ⋅ T ⋅ S + αA / N + H
სადაც M-ნამზადის ღირებულებაა;

δ − კოეფიციენტია, რომელიც ითვალისწინებს დანახარჯების დარიცხვაზე;

δ = 1.15

β − საამქროს ზედნადები ხარჯებია;
T − ერთი დეტალის დამზადების შრომატევადობაა; წთ;

T = 60 f / Q

Q − გამოშვებული დეტალების რაოდენობაა დროის ერთეულში, ცალი/საათი;

f − დეტალების დამუშავებაზე დაკავებული დეტალების რაოდენობაა;

S − ერთ წუთში მუშის ხელფასია;

αA − მოწყობილობის წლიური საამორტიზაციო ანარიცხებია;

N − დეტალის გამოშვების წლიური პროგრამაა, ცალი;

H − ერთი დეტალის დამუშავებისათვის საჭირო მჭრელი იარაღების ღირებულებაა.

 

კატეგორია: ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები | დაამატა: GRATO (27.03.2014)
ნანახია: 877 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ტექნიკურ-მექანიკური პრინციპები [1]
ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები [2]
საბაკალავრო საფეხურის მსმენელთათვის
ენა, მამული, სარწმუნოება [4]
შეიცან თავი შენი
ტრადიციები [1]
"ვისი გორისანიც ვართ"
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0