მთავარი » სტატიები » ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები

მართვისა და ავტომატიზაციის პრინციპები

მართვა - წარმოადგენს სხვადასხვა ბუნების (ტექნიკური, სოციალური, ბიოლოგიური) ორგანიზებული სისტემების ელემენტს, ფუნქციას, რომელიც უზრუნველყოფს მათი გარკვეული სტრუქტურისა და  მოქმედების რეჟიმის შენარჩუნებას, მათი პროგრამებისა და მიზნების რეალიზებას.
 
მართვის ხელოვნება და მართვის ტექნოლოგია ერთ-ერთი უპირატესია ადამიანთა გონივრული მოღვაწეობის მიმართულებათა შორის. მან შეითავსა და შეისისხლხორცა კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე ადამიანის მიერ მიღწეული ყოველივე პროგრესული და მოწინავე (მიღწევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ელექტროტექნიკაში და მიკრო¬ელექტრონიკაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებსა და კომპიუტერულ ტექნიკაში, ტელეკომუნიკაციებში და ა.შ.). მან დასაბამი მისცა და გამოყენებითი შინაარსი მიანიჭა მეცნიერების მთელ რიგ მიმართულებებს.
 
მართვის ხელოვნება - მეცნიერება მართვის, კავშირებისა (კომუნიკაციებისა) და ინფორმაციის გადამუშავების შესახებ. კვლევის ძირითადი ობიექტია ე.წ. კიბერნეტიკული სისტემა, რომელიც, მისი მატერიალური ბუნების მიუხედავად, აბსტრაქტულად განიხილება. კიბერნეტიკული სისტემების მაგალითებია: ავტომატური რეგულატორები ტექნიკაში, ელექტრონული გამომთვლელი
მანქანები, ადამიანის ტვინი, ბიოლოგიური პოპულა¬ციები, ადამიანთა საზოგადოება. ყოველი ასეთი  სისტემა წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ ობიექტთა (სისტემის ელემენტების) სიმრავლეს, რომელსაც გააჩნია უნარი აღიქვას, დაიმახსოვროს, გადაამუშაოს და გადასცეს ინფორმაცია.
მართვის ტექნოლოგია - მართვისათვის შესაბამისი გადაწყვეტილებათა მიღების, ფიქსირებისა და მისი პრაქტიკული რეალიზაციის მიზნით შემუშავებული ინფორმაციის დამუშავების მეთოდების კომპლექსი.
 
პროცესების მართვისა და მისი ავტომატიზაციის იდეა კაცობრიობას ყოველთვის აწუხებდა. როდის, სად და ვის მიერ დაედო მას დასაბამი დღემდე უცნობია. მართვის პრინციპები და მართვის უზოგადესი კანონები აერთიანებს ადამიანთა მიღწევებს მოღვაწეობის ყველა სფეროში, როგორიცაა, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური, ადმინისტრაციული, სამხედრო და სხვ. კაცობრიობის ყოფიერება ვერ იქნება სრულყოფილი, თუ მას არ შეუძლია თავის სასარგებლოდ წარმართოს მის გარშემო მიმდინარე პროცესები. ამგვარად, მართვამ, როგორც მეცნიერებამ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ადამიანთა მოღვაწეო¬ბის ყველა სფეროში.
 
ინჟინერი  - ადამიანი შემომქმედი, რომელსაც გააჩნია უნარი გადაწყვიტოს რაღაც წინასწარ განსაზღვრუ¬ლი ტიპის პრობლემები. ფართო გაგებით ინჟი¬ნერი არის სპეციალისტი, რომელიც სისტემური, სტრუქტურული აგების მეთოდით შეიმუშავებს ტექნიკურად  რთულ რაღაც პროდუქტს. ინჟინრის ამოცანებში შედის: იხელმძღვანელოს დასახული მიზნით და დააპროექტოს, შეიმუშაოს, ყოველმხრივ გათვალოს, გა¬მოიკვლიოს საინჟინრო საქმიანობის შედეგად მიღებული პროდუქტი, მოამზადოს იგი პრაქტიკული რეალიზებისათვის.
 
ადამიანის შეგნებული ცხოვრება დაკავშირებულია ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი რესურსების გათვიცნობიერებასთან. სრულქმნილია ადამიანი, რომელიც წამოჭრილი პრობლემებისა და ამოცანების ქაოსში შეძლებს მიაგნოს გადაწყვეტილების იმ ჭეშმარიტ მარცვალს, რომლის გაღვივებით და აღმოცენებით დაიკმაყოფილებს თავის ჟინს, ჩაწვდება ბუნების მართვის მთავარ პრინციპებს, ინჟინრული თვალთახედვით შეეცდება მართვის "ინჟინრული გენიის" - მართვის პრინციპებისა და მოწყობილობების შექმნას ტექნიკური სისტემებისა და ადამიანთა თანაარსებობის გასავითარებლად. ბუნების შემეცნება და მართვა - ეს ორი განუყრელი ურთიერთშემავსებელი მეცნიერებაა, რომლის მიზანია ცხოვრების დონის ამაღლება.
მართვის ინჟინრების ამოცანაა განახორციელოს ანალიზი, მოდელირება და ავტომატური მართვა (ზოგადად, მართვა) დინამიკურ სისტემებში მიმდინარე ისეთი პროცესებისა, როგორიცაა საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესები, ენერგო¬გენერაციის, დისტრიბუციისა და ენერგორესურსების ოპტიმალური განაწილების პროცესები, სატრანსპორტო პროცესები, რთული ტექნიკური სისტემების ავტოპილოტირების პროცესები, ეკოლოგიური პროცესები, ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური პროცესები.
 
მართვა და ავტომატიზაცია - მეცნიერებისა და ტექნიკის დარგია, რომელიც მოიცავს ადამიანის მოღვაწეობის საშუალებების, წესების და მეთოდების ერ¬თობლიობას, რომელიც შექმნილია ტექნოლოგიური ხაზებისა და პროცესების, მოძრავი ობიექტების, ავტონომიური და მრავალკავშირიანი ტექნიკუ¬რი, სოციალური, ბიოლოგიური და სხვ. სისტემების სამართავად. ავტომატიზაცია - სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი მიმართულებაა და გულისხმობს თვითრეგულირებადი ავტონომიური ტექნიკური საშუ¬ალებების, ეკონომიკურ-მათემატიკურიმეთოდების და მართვის სისტემების გამოყენებას, რომლებიც ათავისუფლებს ადამიანს ენერგიის, ნედლეულისა ან ინფორმაციის მიღების, გარდაქმნის,გადაცემისა და გამოყენების პროცესებში უშუალო მონაწილეობისაგან. სისტემების ეფექტური მართვა და მათში მიმდი¬ნარე პროცესების ავტომატიზაცია წარმოუდგენელია თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადამიანი ინტელექტუალური ფუნქციების გამეორება.
 
ავტომატიზაციის მიზანია შრომის ნაყოფიერების ამაღლება, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, მართვის პროცესების ოპტიმატიზაცია, ადამიანის გამოთავისუფლება მძიმე ინტელექტუალური და ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოში ფიზიკური შრომისაგან.
რობოტოტექნიკა  - გამოყენებითი მეცნიერებაა ავტომატური ტექნიკური და ვირტუალური სისტემების (რობოტების) დაპროექტების, აგებისა და გამოყენების შესახებ. ტერმინი "რობოტოტექნიკა" შემოღებულ იქნა ამერიკელი მწერალ-ფანტასტის აიზეკ აზიმოვის მიერ 1941 წელს ნაწარმოებში "მოხეტიალე" ("ღუნაროუნდ"), თუმცა სიტყვა რობოტი პირველად 1920 წელს გამოიყენა ჩეხმა მწერალმა კარელ ჩაპეკმა თავის პიესაში "ღ.U.ღ" ("როსუმული უნივერსალური რობოტები"). რობოტოტექნიკა მეცნიერების მულტიდისციპლინარულ დარგს წარმოადგენს და საჭიროებს მექანიკის, ელექტრონიკის, მართვის თეორიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დაპროგრამების პრაქტიკულ ცოდნას.
 
მაღალი ტექნოლოგიები - თანამედროვეობის უახლესი და პროგრესული ტექნოლოგიებია. მაღალ ტექ¬ნო¬ლოგიებზე გადასვლა წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის უმნიშვნელოვანეს რგოლს. მაღალ ტექნოლოგიებს მიაკუთვნება: მიკრო¬ელექტრონიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ნანოტექნოლოგიები, ატომური ენერგეტიკა, თვითმფრინავთმშენებლობა, კოსმოსური ტექნიკა, ბიოტექნოლოგიები.
 
რობოტოტექნიკისა და პროცესების ავტომატიზაციის აქტუალურობაზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ საკმარისია მოვიყვანოთ მხოლოდ ერთი კონკურსის პირობები, რომელსაც აშშ-ს მთავრობის დაფინანსებით აწყობს პენტაგონის თავდაცვის მოწინავე პროექტების სააგენტო (DAღPA - Dეფენსე Aდვანცედ ღესეარცჰ Pროჯეცტს Aგენცყ). კონკურსის მიზანია სრულიად ავტონომიური სატრანსპორტო საშუალების - რობოტ-ავტომობილის შექმნა. 2015 წლისა¬თვის პენტაგონს გადაწყვეტილი აქვს რობოტებით შეცვალოს თავისი საავტომობილო პარკის მესამედი. კონკურსის საპრიზო ფონდი 2004 წელს შეადგენდა ერთ მილიონ დოლარს, 2005 წლიდან - 2 მილიონ დოლარს. 2007 წლის ნოემბრის თვეში დაგეგმილი შეჯიბრების საპრიზო ფონდი იქნება: პირველი ადგილი¬სათვის - 2 მილიონი, მეორე ადგილისათვის - 500 ათასი და მესამე ადგილისათვის - 250 ათასი დოლარი. კონკურსის პირობები ასეთია: ავტომობილმა დამოუკიდებლად უნდა გაიაროს გარკვეული მარშრუტი, არ უნდა მიაყენოს ზიანი სხვა სატრანსპორტო საშუალებებს, გზის სავალ ნაწილს, გარემოს. ამასთან, არ დაიშვება ადამიანის არანაირი მონაწილეობა რობოტის მართვაში. 2004 წელს შეჯიბრებაში მონაწილე 15 გუნდის ვერცერთმა რობოტმა ვერ გაიარა 230 კმ-იანი მარშრუტი, საუკეთესო შედეგი კი - 11.8 კმ აჩვენა კარნეგი მელონის უნივერსიტეტის გუნდმა. 2005 წელს ავტომობილ-რობოტებს უნდა გაევლო საკმაოდ რთული 211.8 კმ-იანი მარშრუტი. პირველ ადგილზე გავიდა სტენფორდის უნივერსიტეტის გუნდი, რომლის ავტომობილმაც დაფარა აღნიშ¬ნული მარშრუტი 6 სთ. 53 წთ. და 58 წმ.-ში. მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს კარნეგი მელონის უნივერსიტეტის გუნდის ავტომობილებმა.
რობოტი უმრავლესობის წარმოდგენაში იწვევს ტექნიკური მოწყობილობის ასოციაციას, მაგრამ ეს რობოტების მხოლოდ ნაწილია. რობოტია ყოველივე ის, რაც ადამიანის მაგივრად ასრულებს გარკვეული ალგორითმის მქონე სამუშაოს. ამიტომ არსებობს რობოტის სხვა განმარტებაც.
 
რობოტი ან ბოტი  - სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურად, ადამიანის ჩაურევლად,  ასრულებს გამოთვლითი სახის გარკვეულ სამუშაოს ან ახორციელებს ტექნოლოგიური ავტომატების პროგრამულ მართვას.
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში "რობოტოტექნიკის" სპეციალობის ფარგლებში გათვალისწინებულია ბაკალავრების მომზადება ოთხი სხვადასხვა სპეციალიზაციით: "რობოტოტექნიკური სისტემე¬ბი", "ავტომატური მართვის სისტემები", "დინამიკური აქტიური სისტემე¬ბი"" და "ხელოვნური ინტელექტი".
"რობოტოტექნიკური სისტემების"  სპეციალიზაციის ძირითადი მიზანია მოამზადოს ბაკალავრი საწარმოო ტექნოლოგიური პროცესების კომპლექსური ავტომატიზაციის განხრით.
"ავტომატური მართვის სისტემების" სპეციალიზაციის ძირითადი მიზანია ბაკალავრს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ცოდნა, სა¬ზოგადოდ, დინამიკური სისტემების ოპტიმალური მართვის განხრით.
"დინამიკური აქტიური სისტემები"ს" სპეციალიზაციის ძირითადი მიზანია ბაკალავრს მისცეს თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ცოდნა არაწრფივი დინამიკური სისტემების, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური სისტემების ანალიზის, მოდელირებისა და მართვის განხრით.
"ხელოვნური ინტელექტის"  სპეციალიზაციის ძირითადი მიზანია მოამზადოს ბაკალავრი კომპიუტერული ამომცნობი სისტემების ანალიზისა და სინთეზის განხრით.
 
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა შეიცავს ფუნდამენტური, ჰუმანიტარული, კომპიუტერული, ზოგად-საინჟინრო, მენეჯერული და სპეციალური დისციპლინების ციკლებს. სწავლების ხანგრძლივობა შე¬ად¬გენს 4 წელს (240 კრედიტი).
საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი დისციპლინები:
¨      ფუნდამენტური დისციპლინების ციკლში: მათემატიკა, ფიზიკა, რიცხვითი მეთოდები;
¨      ჰუმანიტარული დისციპლინების ციკლში: ქართული ენა, საქართველოს ისტორია, უცხო ენა, ფილოსოფია, სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ფსიქოლოგია;
¨      კომპიუტერული დისციპლინების ციკლში: საინფორმაციო ტექნოლოგიები, ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების საფუძვლები, ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამება, კომპიუტერის არქიტექტურა, კომპიუტერული გრაფიკა და ვებ-დიზაინი, მონაცემთა ბაზები;
¨      ზოგადსაინჟინრო დისციპლინების ციკლში: ხაზვა, მეტროლოგია და სტანდარტიზაცია, მართვა დინამიკურ სისტემებში, მართვის ელექტრული და ელექტრონული სისტემები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შრომის უსაფრთხოება;
¨      მენეჯერული დისციპლინების ციკლში: საინჟინრო ეკონომიკა, საინჟინრო მენეჯმენტი;
¨      სპეციალური დისციპლინების ციკლში:
01 სპეციალიზაციისათვის ("რობოტოტექნიკური სისტემები"): რობოტოტექნიკის საფუძვლები, ინფორმაციული ტექნოლოგიები რობოტოტექნიკაში, ავტომატური მიმყოლი სისტემები, რობოტების მართვის კომპიუტერული სისტემები, მობილური რობოტები და მართვის არამკაფიო ტექნოლოგიები;
02 სპეციალიზაციისათვის ("ავტომატური მართვის სისტემები"): მართვის კომპიუტერული სისტემები, ინფორმაციული ტექნოლოგიები მართვაში, ლოკალური მართვის სისტემები, სისტემების იდენტიფიკაცია, მართვის არამკაფიო ტექნოლოგიები;
03 სპეციალიზაციისათვის ("დინამიკური აქტიური სისტემები"): აქტიური სისტემების მათემატიკური მოდელები, ინფორმაციული ტექნოლოგიები აქტიურ სისტემებში, აქტიური სისტემების მართვის მექანიზმები, რთული დინამიკური სისტემების ანალიზისა და კონტროლის თეორია, გადაწყვეტილებათა მიღების არამკაფიო ტექნოლოგიები;
04 სპეციალიზაციისათვის ("ხელოვნური ინტელექტი"): ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, ხელოვნური ნეირონული ქსელების თეორია, სახეთა ამოცნობა, ექსპერტული სისტემები, კრიპტოგრაფია.
საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას დინამიკური სისტემების, რობოტიზაციის, ავტომატური მართვისა და ხელოვნური ინტელექტის განხრით. პროგრამა შედგენილია მსოფლიოს 200 საუკეთესო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა მობილურობას ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.
საბაკალავრო პროგრამის ათვისების შედეგად კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს მართვის ნებისმიერი დინამიკური პროცესების მართვისათვის ტექნიკური საშუალებების, ალგორითმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების    გამოყენების საფუძველზე.

კატეგორია: ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები | დაამატა: GRATO (27.03.2014)
ნანახია: 1515 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ტექნიკურ-მექანიკური პრინციპები [1]
ავტომატიზაციის ტექნიკური საშუალებები [2]
საბაკალავრო საფეხურის მსმენელთათვის
ენა, მამული, სარწმუნოება [4]
შეიცან თავი შენი
ტრადიციები [1]
"ვისი გორისანიც ვართ"
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0