მთავარი » ფაილები » ჩვენ გირჩევთ, თქვენ ირჩევთ » პროფესიული განათლების საფეხურები |
08.11.2013, 17:37 | |
საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
თავი II. პროფესიული
განათლების სახეები და საფეხურები მუხლი 101. პროფესიული განათლების საფეხურები 1. პროფესიული განათლება მოიცავს ხუთ საფეხურს, რომლებიც განისაზღვრება სწავლის შედეგების შესაბამისად: ა)
I საფეხურის
კვალიფიკაციის
მფლობელს
შესწევს
თავისი
მოვალეობების
ერთგვაროვან
სიტუაციებში მეთვალყურეობით
შესრულების
უნარი; ბ)
II საფეხურის
კვალიფიკაციის
მფლობელს
შესწევს
თავისი
მოვალეობების
გარკვეული დამოუკიდებლობით
შესრულების
უნარი; გ)
III საფეხურის
კვალიფიკაციის
მფლობელს
შესწევს
უნარი,
განსხვავებულ
სიტუაციებში
შეასრულოს თავისი
მოვალეობები
და
ადეკვატურად
იმოქმედოს
წარმოშობილი
პრობლემების
გადასაწყვეტად; დ)
IV საფეხურის
კვალიფიკაციის
მფლობელს
შესწევს
უნარი,
პროფესიული
ცოდნა
გამოიყენოს
ცვალებად სიტუაციებში
წარმოშობილი
პრობლემების
გადასაწყვეტად,
ზედამხედველობა
გაუწიოს
სხვების
საქმიანობას და
აიღოს
გარკვეული
პასუხისმგებლობა
შესრულებული
სამუშაოს
შეფასებასა
და
გაუმჯობესებაზე; ე)
V საფეხურის
კვალიფიკაციის
მფლობელს
შესწევს
უნარი,
შეასრულოს
ისეთი
სამუშაო,
რომელიც მოითხოვს
სხვათა
სამუშაოს
დაგეგმვასა
და
ხელმძღვანელობას,
ასევე
განხორციელებული
სამუშაოს
შეფასებასა და
სრულყოფას. 2. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი პროფესიული დიპლომი. 3. (ამოღებულია – 28.06.2013, №780). 4. კონკრეტული პროფესიული განათლების საფეხურები განისაზღვრება პროფესიული სტანდარტით, რომელიც მოიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფეხურებიდან ერთ-ერთს, რამდენიმეს ან ყველას. 5. პროფესიული განათლების თითოეული საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაანგარიშებული
უნდა
იქნეს
კრედიტებით,
საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროს
მიერ დამტკიცებული
წესით.
გისურვებთ
წარმატებებს! | |
ნანახია: 1621 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |