მთავარი » ფაილები » ჩვენ გირჩევთ, თქვენ ირჩევთ » როგორ შევირჩიოთ პროფესია?

პროფესიის შერჩევა
07.11.2013, 17:47

ჩვენ გირჩევთ, თქვენ ირჩევთ

 აბიტურიენტების გადაწყვეტილება აირჩიოს ესა თუ ის პროფესია/სპეციალობა ხშირ შემთხვევაში გაუაზრებელია და არაა დამყარებული არც პროფესიონალის რჩევასა და კონსულტაციაზე და არც შრომის ბაზრისა და დასაქმების პერსპექტივების კვლევაზე.

ე.ი. გამოდის რომ, პირველ რიგში ყოველი პიროვნება უნდა ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გაიაზროს თუ რა ნიჭი, უნარი და მისწრაფება გააჩნია ცხოვრებაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რა აინტერესებს და იზიდავს მას მეტად. ეს შეიძლება იყოს ხატვა, ძერწვა, ქარგვა, ქსოვა ან სხვა რაიმე სახის ხელსაქმე, ასევე „ჩხირკედელაობა" ანუ სხვადასხვა სახის ნივთების, ნაკეთობების კონსტრუირება, შექმნა, აგება და სხვა.

საკუთარ თავში შესაბამისი მისწრაფებისა და უნარების აღმოჩენის შემდეგ, დგება გამოცდილი პიროვნების ან პიროვნებებისათვის რჩევის კითხვის ჯერი, ეს უკანასკნელი კი პირველ რიგში როგორც ყოველთვის, არის ჩვენი მშობელი, რომელსაც გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილება და უკეთეს შემთხვევაშ პროფესიაც კი გააჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს გნეტიკური თვისებებიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ გვარის შტოს დამახასიათებელი ნიშან თვისებაა, ამისათვის უკან უნდა  გავიხედოთ და შევაფასოთ ჩვენი წინაპრების მიდრეკილებები და საქმიანობა, კერძოდ თუ რა საქმეს ემსახურებოდნენ ისინი, რა გამოსდიოდათ უკეთ და რა იყო მათი გამორჩენის წყარო. ეს, ის ერთ-ერთი თვისებაა რომელიც ჩვენი ხასიათის და პიროვნული თვისებების ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს და ამიტომ მათი მხედველობაში მიღება, სწორი პროფესიის შერჩევის დროს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანი დახმარებას გაგვიწევს.

უნდა შეფასდეს ქვეყანაში არსებული შრომის ბაზარი, რა დარგი და სქმიანობაა ქვეყნისთვის პრიორიტეტული და პერსპექტიული. მსგავსი ანალიზი ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კიდეც ჩვენს სურვილებსა და უნარებს, რაც ჩვენთვის როგორც პიროვნებისთვის ფრიად არასასურველი ფაქტორია, თუმცა მისი უგულებელყოფა არა მიზანშეწონილი იქნებოდა. პირიქით მისი გათვალისწინება, ჩვენი წარმატებული პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. აქ საუბარია იმ დარგებსა და სფეროებზე, რომელთა საქმიანობაც, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისა და განვითარების საფუძველს წარმოადგენს (საინჟინრო, ეკონომიური, აგრარული, ჰუმანიტარული, საინფორმაციო და სხვა).

ბოლოს კი, დასაქმების პერსპექტივიდან გამომდინარე უნდა ვიხელმძღვანელოთ. შევძლებთ კი ჩვენი შერჩეული პროფესიიდან გამომდინარე დავიმკვიდროთ ადგილი შრომის ბაზარზე?  თუ იქნებ გაჯერებულია იგი ჩვენს მიერ შერჩეული პროფესიის სპეციალისტებით? ამ უკანასკნელისა და იმ ზემო ხსენებული ფაქტორების ანალიზის საფუძველზე, შევძლებთ ჩვენთვის სწორი პროფესიის შერჩევას და იმედიანი მომავლის შექმნას ჩვენივე საკუთარი თავისათვის.

 

გისურვებთ წარმატებებს!
კატეგორია: როგორ შევირჩიოთ პროფესია? | დაამატა: GRATO
ნანახია: 2499 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0