მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 4 » გ ზ ა
14:30
გ ზ ა

 ყოველი ადამიანი თავისთავის უფალია, რაც მისი არჩევანის გაკეთების ნებაში გამოიხატება, რომელიც უფალმა სამოთხიდან განდევნისას დართო. ადამიანის დაბადება მის სიკვდილამდე გზაა, რომელსაც ის გადის მარადიული სიცოცხლის – სამოთხის, ან სიკვდილის – ჯოჯოხეთის დამკვიდრებაში. სხვა გზა და სხვა არჩევანი მას არ გააჩნია.

 გზა, რომლის არჩევისათვის ადამიანს უწევს არაერთხელ გადაწყვეტილების მიღება ~იქით თუ აქეთ~ და ეს პრობლემა მის წინაშე მუდმივ საკითხად რჩება, ვაითუ გვსძლია სიზარმაცემ და დაუფიქრებლად იოლად დასანახი, იოლი გზა ავირჩიეთ. სამწუხარო ხდება ხოლმე მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მივხვდებით, რომ თურმე ~ურემი ამოგვიტრიალებია~ და კიდევ უფრო უარესია ფაქტი, როდესაც ამ გამოცდისას ჭკუის სწავლის მაგიერ, იგივე შეცდომის გამეორება რამოდენიმეჯერ გვიხდება.

 ყველას თავის გზა აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ ყველამ არ იცის რა გზა აქვს, რა ვალი და მოვალეობა წუთისოფელთან და თვით უფალთან. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც არ ვცდილობთ გავიგოთ ყოველივე ზემოთ ნახსენები, შევიმეცნოთ და გულზე ამოვიტვიფროთ გზა სიყვარულისა, სიკეთის ქმნისა, სიმართლისა და უკვდავებისა. ვის-ვის მარა ქართველთ ეს არ ეპატიებათ, ღვთისმშობლის წილხვედრ, მოციქულთა სწორთა მიწაზე მცხოვრებთ, ქრისტეს კვართის და სხვა მრავალთა წმიდათა მფლობელთ და მცველთ, უფალო შეგვიწყალენ. ქართველნი არასდროს კვდებოდნენ ისე, თითქოს არასდროს ეცხოვროთ და ეს ყოველივე მათი არჩეული გზის, სწორად გაკეთებული არჩევანის დამსახურებაა.

 იმისათვის, რომ გაიგო ადამიანმა ვინ ხარ, და რისთვის დადიხარ და რა მოვალეობა გაკისრია ამ წუთისოფელში, მადლი უნდა მოიპოვო, რაც მოგცემს საშუალებას სულიერი თვალის ახელის და პოვნის იმ გზის, რომელიც ჩვენთვის არის განპიროვნებული ღმერთის მიერ. ყოველი ადამიანი გზავნილია წუთისოფელში ღვთის მიერ, კონკრეტული მისიით, რომელიც მას ევალება აღასრულოს ამ ქვეყანაზე. ამ მისიის აღმოჩენისა და შესრულებისათვის, ადამიანს ესაჭიროება დიდი და ღრმა სულიერი განვითარება და აღზრდა. ამ აღზრდაში უშუალო მონაწილე იყო და არის თვით უფალი, რომელიც ორიათასი წლის წინ განკაცდა და მოგვევლინა მესიის, იესო ქრისტეს სახით, რომელმაც მეგზურად ახალი აღთქმა დაგვიტოვა, რომლის საშუალებითაც, ყოველ ადამიანს შეუძლია საკუთარი გზის, მეს და კონკრეტული მისიის აღმოჩენა.

 გზა, რომელიც ყოველი ადამიანისათვის მარადიულია, ეს არის გზა უწყვეტი ციკლის, რომელიც სიცოცხლეს და ნათელს აღაზევებს ორივე ქვეყნად. ყოველი ნაბიჯი წუთისოფლის გზაზე ადამიანის მიერ გადაგმული, სიყვარულით უნდა იდგმებოდეს, ვინაიდან მხოლოდ სიყვარულს ძალუძს სამყაროს იმგვარი, ღვთიური ქმნილების სახით შენარჩუნება, როგორადაც შექმნა უფალმა. თუ არ ვიმოძრავებთ ღვთის მიერ ბოძებული ვიწრო გზით, საკუთარი ხელით მოვისწრაფავთ სიცოცხლეს, რაც დღეს უკვე აშკარად ვლინდება წუთისოფელში. განა ძნელია დანახვა ადამიანის გონზე დაყრდნობილი იმ სავალი გზისა, რომელსაც საკუთარი განადგურებისა და უფსკრულისაკენ მივყავართ!? უფსკრულისაკენ, რომლის წარმოდგენაც კი არ ძალგვიძს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წუთისოფელში ეს გზა ია-ვარდებით მოფენილი და დამშვენებულია, ამავე დროს ძალიან მოკლეც და სიკვდილისათვის განწირული. მიუხედავად ადამიანთა დღევანდელი მიღწევებისა და მცდელობისა, წუთისოფელში სიცოცხლის ხელოვნურად გახანგრძლივებისა, საბოლოოდ მაინც კრახისთვის არის განწირული, ვინაიდან არაფერი და არავინაა ამ ქვეყნად მარადიული, განგრძობითი და უწყვეტი სული წმიდის მადლის გარეშე.

 გზა, რომელსაც მარადიული სიცოცხლისკენ მიყავს ადამიანი ეკალ-ბარდებითაა მოსილი და ადამიანს მისი გავლა ხშირად შეუძლებლად ეჩვენება და გაურბის, მაგრამ რატომ არ ახსენდება ის, რომ ~რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია ღვთისათვის~, ანუ ღვთის შეწევნაზე დაყრდნობილ ადამიანთათვის, რომელთაც მისი შეწევნით კაცთათვის გასაკვირი გზის გავლა ძალუძთ, ისე როგორც განვლო განკაცებულმა ღმერთმა, უფალმა, თავის დროზე ჩვენს სანუგეშოდ.



გაზაფხული, 2008 წელი 
გ. გრატიაშვილი


მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 1003 | დაამატა: GRATO | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0