მთავარი » 2014 » ივნისი » 23 » რაოდენ დიდ არს ეს სიყვარული
12:56
რაოდენ დიდ არს ეს სიყვარული

რაოდენ დიდ არს ეს სიყვარული

 

თუ შოთამ არ სთქვა რაც უნდა ეთქვა,

თუ არც ილიამ არ სთქვა სათქმელი,

მაშ, რაღა უთქვავს დიდებულ ვაჟას?

დიად აკაკის მგოსანს ქართველის?

რაღას ეტრფოდა გალაქტიონი?

ნუთუ მხოლოდ ქალს სახელად - მერი?

რისთვის იბრძოდა ყველა ქართველი?

რატომ შესწირეს სამშობლოს თავი?

მეფე ვახტანგი, მეფე ბაგრატი, მეფე დავითი,

დიდი თამარი, მეფე გიორგი, მეფე ერეკლე,

რისთვის იბრძოდნენ? ჰქონდათ კი ვალი?

ცხრა ვაჟის დედას, სამასი გმირის,

პაატას მამას, თავდადებულნი და წამებულნი,

ქართველთა შვილნი, ვის ემართლოდნენ?

რას იქმდნენ რაით?

რა დაგვანახეს, რა გვითხრეს ამით?

არაბი ბიჭი და შუშანიკი,

ნებით ეწამნენ, რატომ და რისთვის?

წმინდა ანდრია, წმინდა სვიმონი

და წმინდა ნინო სხივი ქართველის,

ყველას მიზანი ერთია ქვეყნად,

ღმერთის ქმნილების იყვნენ დამცველნი.

ჩვენც დაგვენახოს, გვესწავლოს გარჯა,

რაოდენ დიდ არს ეს სიყვარული,

რას უნდა ვიქმდეთ, როგორ ვიღწოდეთ,

რომ სამუდამოდ გვერქვას ქართველნი.

 

14.07.2011წ. 17:00

გ. გრატიაშვილი

ნანახია: 853 | დაამატა: GRATO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ივნისი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 43
მინი-ჩეთი
200
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0